WooCommerce TBC Credit Card Payment Gateway (Premium)

(20 მომხმარებლის მიმოხილვა)

169 / წელი

ამ პლაგინის საშუალებით, თქვენ WooCommerce-ის ონლაინ მაღაზიაში შეძლებთ საკრედიტო ან სადებიტო ბარათით (Visa, Mastercard) გადახდების მიღებას.

გასუფთავება


აღწერა

მახასიათებლები

* სპეციალური ნიშნით აღნიშნული მახასიათებლების ჩართვა ხდება ბანკთან შეთანხმებით.

TBC (UFC) and TBC Checkout (Ecommerce)

  • Capture – თანხა ბარათიდან იჭრება ყიდვის მომენტში.
  • Authorize – ბარათის მფლობელს ებლოკაბა თანხა, მაგრამ არ ეჭრება სანამ თქვენ არ გადაწყვიტავთ რომ თანხა უნდა ჩამოეჭრას (ბლოკის შენახვის მაქსიმალური დრო 30 დღეა).
  • Refund – ბარათიდან ჩამოჭრილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნება.
  • Save Card* – მომხმარებელი ბარათის დამახსოვრების სურვილის დაფიქსირების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გადადის ბანკის გადახდის გვერდზე ბარათის მონაცემების შესაყვანად – ყოველი შემდგომი ყიდვა დამახსოვრებული ბარათიდან ბანკის გვერდზე გადასვლის გარეშე ხდება – ამ ფუნცქიონალის გასააქტიურებლად აუცილებელია ბანკთან შეთანხმება.
  • Subscriptions* – მომხმარებელს ფიქსირებული თანხა ავტომატურად ეჭრება დამახსოვრებული ბარათიდან რეგულარული ინტერვალით, მაგალითად თვეში ერთხელ. ეს ფუნქციონალი მხადაჭერილია WooCommerce Subscriptions-პლაგინით, ასევე აუცილებელია ბანკთან შეთანხმებით ბარათის დამახსოვრების გააქტიურება.
  • Ertguli – ერთგული ქულებით გადახდის მექანიზმი.
  • დღის დახურვა.
  • OK/FAIL – გვერდების ავტომატური შექმნა.
  • Multi Merchant* – ბარათიდან ნებისმიერი ვალუტის ჩამოჭრა: GEL, USD ან EUR.
  • გადახდების გვერდისთვის ენის არჩევის ოფცია.
  • ტრანზაქციის ხელით გადამოწმების საშუალება.

დამატებით

  • POT – ნებისმიერ ენაზე თარგმნის მხარდაჭერა.
  • Logs – ყველა მოქმედების დეტალური ჟურნალის წარმოების შესაძლებლობა.
  • VISA/MASTERCARD-ის ლოგო გადახდის გვერდზე.
  • დამხმარე ინფორმაციის გამოტანა პლაგინის სეტინგების გვერდზე.

ტექნიკური მოთხოვნები

  • WordPress – 4.8.*
  • WooCommerce – 3.*
  • PHP – 7.2,7.4,8.1,8.2
  • IonCube Loader
  • TBC (UFC) open outgoing port – 18443

ტექნიკური მხარდაჭერა

+995(32)2196961
[email protected]

ლიცენზია

აქტიური ლიცენზიით თქვენ შეძლებთ გადმოწეროთ განახლებები და მოითხოვოთ ტექნიკური დახმარება.

20 მიმოხილვა: WooCommerce TBC Credit Card Payment Gateway (Premium)

  1. Beka Tvalavadze (დამოწმებული მფლობელი)

    5/5

  2. mr.kobadze (დამოწმებული მფლობელი)

    მაღალი ხარისხის მომსახურებაა, რაც მტავარია ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ , მადლობს გიხდით კომპანიის სახელით …

  3. beqachkoidze (დამოწმებული მფლობელი)

    კომფორტული plug-in არაა გასაკვირი, ბევრი შეძლებს, მაგრამ აი, საფორთია სასწაული <3

  4. ავთო თათეშვილი (დამოწმებული მფლობელი)

    პროდუქტი არის ძალიან კარგი. რაც მთავარია მუშაობს იდეალურად, და არის მარტივი. საფორთი, არის არაჩვეულებრივი და პროფესიონალი. ყოველთვის მზად არის რომ ნებისმიერ სიტუაციაში დახმარება გაგიწიოთ უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!

  5. devitsikhiseli (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი არის გამართული და მუშაობს შეუფერხებლად, საფორთის პროფესიონალიზმი კი ნამდვილად შესამჩნევია.

  6. George Shengelia (დამოწმებული მფლობელი)

    კომპანიის სახელით დიდი მადლობას ვუხდით “plugandpay”-ს არსებული პროდუქტისთვის, გუნდი მუდმივად მზადაა დახმარებისათვის და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის, მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემა არ არის გამოწვეული მათი პროდუქტით, რაც შეეხება პროდუქტს, მარტივი დასაყენებელია, დოკუმენტაცია გასაგებად არის დაწერილი რაც ნებისმეირ ადამიანს აძლევს საშუალებას გამოიყენოს ის, მოკლედ ძალიან ძალიან კმაყოფილები ვართ და წარმატებებს ვუსურვებთ “plugandpay”-ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3 !

  7. chagelag (დამოწმებული მფლობელი)

    იდეალური გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, ვინც დეველოპმენტში კარგად ვერ ერკვევა. Support საუკეთესო 😉

  8. ivane.shukakidze (დამოწმებული მფლობელი)

    ფლაგინი მუშაობს ძალიან კარგად.
    კონფიგურაციისათვის აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი.
    რათმაუნდა საფორტიც ძალიან კარგი აქვს <3

  9. edugamesbroc (დამოწმებული მფლობელი)

    ძალიან მოსახერხებელი პლაგინია, კონფიგურაციაც საკმაოდ ადვილია. რაც მთავარია, მხარდაჭერის მომსახურება არის ძალიან სწრაფი და ხარისხიანი! ასევე, ძალიან დამეხმარნენ სხვა თემებზეც რჩევებით, რომელიც მხარდაჭერის ფარგლებს სცდება. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ნამდვილად!

  10. nksh4x3r (დამოწმებული მფლობელი)

    მადლობა სანდროს ყურადღებისთვის ძალიან დამეხმარა ! კარგი საფორთი აქვს !

  11. axpushin (დამოწმებული მფლობელი)

    Highly recommend! Very useful plugin and the best support ever! Thank you

  12. likiwebit (დამოწმებული მფლობელი)

    Excellent plugin, works fine and has easy settings.
    Support answers quickly and helps resolve all issues.
    Highly recommended!

  13. info.kandelaki (დამოწმებული მფლობელი)

    კარგი Plugin და ყურადღებიანი Support. რეკომენდაციას ვუწევ.

  14. info5 (დამოწმებული მფლობელი)

    Плагин работает без проблем. Поддержка отвечает быстро и помогает. Даже обновления делаются оперативно при появлении повода что то улучшить. Крайне рекомендую!

  15. gelebrin (დამოწმებული მფლობელი)

    საუკეთესო ფლაგინი, მუშაობს 100% გამართულად და შეუფერხებლად. ამავდროულად SUPPORT – ი არის უძლიერესი. სწრაფად და ხარისხიანად დამეხმარნენ ყველაფერში! ბრავო, მართლა, ბრავო!

  16. bekagogiberidze (დამოწმებული მფლობელი)

    მუშაობს გამართულად. ავტორი ძაან ჯიგარია 🙂 დამიყენა და ზედ გადამყვა.

  17. znavr13 (დამოწმებული მფლობელი)

    მუშაობს იდეალურად, საფორთს დიდი მადლობა! 🙂

  18. k.kirtadze (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი იდეალურად მუშაობს და საფორთი გყავთ საუკეთესო. მადლობა! 🙂

  19. shota (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი მუშაობს გამართულად ნებისმიერ ვერსიაზე. ასევე კარგად მუშაობს უკანასკნელ WC 3.2.0 და WP 4.8.3 ვერსიებზე. მადლობა!

  20. levan.paitchadze (დამოწმებული მფლობელი)

    Works perfectly and has a great customer support.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.