WooCommerce Remote Sync Balance

499 / წელი

WooCommerce Balance გაძლევთ საშუალებას სრულად დააინტეგრიროთ საბუღალტრო პროგრამა “ბალანსი” (Balance) თქვენს ონლაინ მაღაზიასთან. პროდუქტების ფასები და მარაგები ავტომატურად სინქრონიზდება ბალანსიდან თქვენს WooCommerce-ში, ხოლო საიტზე შემოსული შეკვეთები ავტომატურად იგზავნება ბალანსში შესაბამის კლიენტზე.

გასუფთავება


აღწერა

WooCommerce Balance შექმნილია იმისთვის, რომ ონლაინ გაყიდვების და ბუღალტერიის/საწყობის მართვის პროცესი გახდეს სრულად ავტომატური. პლაგინი პირდაპირ უკავშირდება საბუღალტრო პროგრამა “ბალანსის” API-ს, რაც უზრუნველყოფს თქვენს საიტზე ყოველთვის ზუსტი ფასების და მარაგების ასახვას.

პლაგინი იღებს ინფორმაციას პროდუქტების ფასების და მარაგების შესახებ “ბალანსიდან”. პროდუქტების სინქრონიზაციისთვის საჭიროა მათი წინასწარ დაკავშირება. გარდა ამისა, როდესაც მომხმარებელი აფიქსირებს შეკვეთას თქვენს ონლაინ მაღაზიაში, სისტემა ავტომატურად ქმნის ან მოძებნის კლიენტს (პირადი ნომრით) “ბალანსში” და აგზავნის ახალ შეკვეთას, ყველა პროდუქტისა და მიტანის სერვისის გათვალისწინებით.

მონაცემების განახლება ხდება ორი გზით: ავტომატური ფონური სინქრონიზაცია წინასწარ გაწერილი გრაფიკით (Cron), ან სინქრონიზაციის პროცესის მყისიერად, ხელით გაშვება ადმინ პანელიდან.

მთავარი ფუნქციები

  • ფასებისა და მარაგების ავტომატური სინქრონიზაცია Balance-დან WooCommerce-ში
  • შეკვეთების (Orders) ავტომატური გაგზავნა Balance-ში
  • კლიენტების იდენტიფიკაცია და გაგზავნა პირადი ნომრის მიხედვით
  • მიტანის (Shipping) ხარჯების ასახვა შეკვეთაში
  • HPOS სრული მხარდაჭერა
  • WP-CLI ბრძანებების მხარდაჭერა ავტომატური და სწრაფი ფონური სინქრონიზაციისთვის

ვისთვის არის ეს პლაგინი

  • ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებიც იყენებენ “ბალანსს” ბიზნესის მართვისთვის
  • ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ საწყობისა და შეკვეთების მართვის ავტომატიზაცია
  • კომპანიებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია გაყიდვების ზუსტი ასახვა ბუღალტრულ სისტემაში

როგორ მუშაობს

  1. დააკავშირეთ პლაგინი “ბალანსთან” API Key-ს და Secret-ის გამოყენებით
  2. დააკავშირეთ თქვენი WooCommerce პროდუქტები Balance-ის პროდუქტებთან
  3. სისტემა ავტომატურად (Cron) ან ხელით განაახლებს პროდუქტების ფასებსა და მარაგებს
  4. მომხმარებლის მიერ საიტზე შეკვეთის გაფორმებისას, პლაგინი გადასცემს ინფორმაციას ბალანსს და ქმნის შეკვეთას შესაბამის მომხმარებელზე

გაამარტივეთ და დააჩქარეთ თქვენი ონლაინ გაყიდვების აღრიცხვა დღესვე — დააინსტალირეთ WooCommerce Balance 🏎️

დოკუმენტაცია: https://docs.plugandpay.ge/woocommerce/remote-sync/balance


მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.