WooCommerce TBC Credit Card Payment Gateway (Premium)

(20 მომხმარებლის მიმოხილვა)

169 / წელი

WooCommerce TBC საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ბარათით გადახდები თქვენს ონლაინ მაღაზიაში TBC ბანკის მეშვეობით. პლაგინში მხარდაჭერილია როგორც თანამედროვე TBC Checkout, ისე UFC (Legacy) პლატფორმა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობასა და საიმედოობას თქვენი ბიზნესისთვის.

გასუფთავება


აღწერა

WooCommerce TBC შექმნილია იმისთვის, რომ გადახდის პროცესი გახდეს მაქსიმალურად მარტივი და დაცული. პლაგინი სრულად ინტეგრირდება WooCommerce-ში და საშუალებას გაძლევთ მომხმარებლებს შესთავაზოთ გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — Visa, Mastercard, Apple Pay, Google Pay და სხვა.

პლაგინში მხარდაჭერილია TBC Checkout-ის უახლესი ფუნქციები, მათ შორის „ნაწილ-ნაწილ“ (BNPL) გადახდა, Apple Pay და Google Pay, რაც ზრდის კონვერსიას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. გარდა ამისა, შენარჩუნებულია UFC (Legacy) ინტეგრაციის მხარდაჭერა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ პლატფორმას.

მართვის პანელიდან მარტივად შეგიძლიათ აკონტროლოთ ტრანზაქციები, განახორციელოთ თანხის დაბრუნება (Refunds) პირდაპირ WooCommerce-დან და მართოთ გადახდის მეთოდების ვიზუალიზაცია Checkout გვერდზე. პლაგინი სრულად თავსებადია HPOS-თან, რაც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას დიდ მაღაზიებშიც.

მთავარი ფუნქციები

  • TBC Checkout-ის სრული მხარდაჭერა (ბარათები, QR, Apple Pay, Google Pay)
  • TBC Checkout „ნაწილ-ნაწილ“ (BNPL/განვადება) მხარდაჭერა
  • UFC (Legacy) ინტეგრაცია Subscriptions და Save Card ფუნქციონალით
  • თანხის დაბრუნების (Refunds) მხარდაჭერა პირდაპირ WooCommerce-დან
  • Apple Pay და Google Pay ღილაკების ინტეგრაცია
  • ავტორიზაციის (Authorize/Pre-auth) და დადასტურების (Capture) ფუნქციონალი
  • HPOS (High-Performance Order Storage) სრული მხარდაჭერა
  • მულტისავალუტო გადახდების მხარდაჭერა (GEL, USD, EUR)
  • ლოგოების ჩვენების მართვა Checkout გვერდზე
  • ტრანზაქციების დეტალური ლოგირება
  • მარტივი კონფიგურაცია და მუდმივი განახლებები

ვისთვის არის ეს პლაგინი

  • ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებიც არიან TBC ბანკის პარტნიორები
  • ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ ბარათით (Visa, Mastercard), Apple Pay-სა და Google Pay-ს გადახდების მიღება
  • მაღაზიებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ განვადებით გადახდის ფუნქციონალი
  • დეველოპერებისთვის, რომლებიც ეძებენ სტაბილურ და დაცულ გადახდის არხს

როგორ მუშაობს

  1. გააფორმეთ ხელშეკრულება TBC ბანკთან Merchant ID-ის მისაღებად
  2. დააინსტალირეთ პლაგინი და შეიყვანეთ თქვენი API პარამეტრები
  3. აირჩიეთ სასურველი გეითვეი (Checkout ან UFC) და გაააქტიურეთ გადახდის მეთოდები
  4. მომხმარებელი Checkout-ზე ირჩევს TBC-ით გადახდას
  5. გადახდის დასრულების შემდეგ შეკვეთის სტატუსი ავტომატურად იცვლება
  6. მართეთ ტრანზაქციები და დაბრუნებები პირდაპირ WooCommerce-ის პანელიდან

გაამარტივეთ გადახდები TBC-ით დღესვე — დააინსტალირეთ WooCommerce TBC და გაზარდეთ თქვენი გაყიდვები 🚀

დოკუმენტაცია: https://docs.plugandpay.ge/woocommerce/credit-card/tbc


20 მიმოხილვა: WooCommerce TBC Credit Card Payment Gateway (Premium)

  1. Beka Tvalavadze (დამოწმებული მფლობელი)

    5/5

  2. mr.kobadze (დამოწმებული მფლობელი)

    მაღალი ხარისხის მომსახურებაა, რაც მტავარია ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ , მადლობს გიხდით კომპანიის სახელით …

  3. beqachkoidze (დამოწმებული მფლობელი)

    კომფორტული plug-in არაა გასაკვირი, ბევრი შეძლებს, მაგრამ აი, საფორთია სასწაული <3

  4. ავთო თათეშვილი (დამოწმებული მფლობელი)

    პროდუქტი არის ძალიან კარგი. რაც მთავარია მუშაობს იდეალურად, და არის მარტივი. საფორთი, არის არაჩვეულებრივი და პროფესიონალი. ყოველთვის მზად არის რომ ნებისმიერ სიტუაციაში დახმარება გაგიწიოთ უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!

  5. devitsikhiseli (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი არის გამართული და მუშაობს შეუფერხებლად, საფორთის პროფესიონალიზმი კი ნამდვილად შესამჩნევია.

  6. George Shengelia (დამოწმებული მფლობელი)

    კომპანიის სახელით დიდი მადლობას ვუხდით “plugandpay”-ს არსებული პროდუქტისთვის, გუნდი მუდმივად მზადაა დახმარებისათვის და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის, მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემა არ არის გამოწვეული მათი პროდუქტით, რაც შეეხება პროდუქტს, მარტივი დასაყენებელია, დოკუმენტაცია გასაგებად არის დაწერილი რაც ნებისმეირ ადამიანს აძლევს საშუალებას გამოიყენოს ის, მოკლედ ძალიან ძალიან კმაყოფილები ვართ და წარმატებებს ვუსურვებთ “plugandpay”-ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3 !

  7. chagelag (დამოწმებული მფლობელი)

    იდეალური გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, ვინც დეველოპმენტში კარგად ვერ ერკვევა. Support საუკეთესო 😉

  8. ivane.shukakidze (დამოწმებული მფლობელი)

    ფლაგინი მუშაობს ძალიან კარგად.
    კონფიგურაციისათვის აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი.
    რათმაუნდა საფორტიც ძალიან კარგი აქვს <3

  9. edugamesbroc (დამოწმებული მფლობელი)

    ძალიან მოსახერხებელი პლაგინია, კონფიგურაციაც საკმაოდ ადვილია. რაც მთავარია, მხარდაჭერის მომსახურება არის ძალიან სწრაფი და ხარისხიანი! ასევე, ძალიან დამეხმარნენ სხვა თემებზეც რჩევებით, რომელიც მხარდაჭერის ფარგლებს სცდება. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ნამდვილად!

  10. nksh4x3r (დამოწმებული მფლობელი)

    მადლობა სანდროს ყურადღებისთვის ძალიან დამეხმარა ! კარგი საფორთი აქვს !

  11. axpushin (დამოწმებული მფლობელი)

    Highly recommend! Very useful plugin and the best support ever! Thank you

  12. likiwebit (დამოწმებული მფლობელი)

    Excellent plugin, works fine and has easy settings.
    Support answers quickly and helps resolve all issues.
    Highly recommended!

  13. info.kandelaki (დამოწმებული მფლობელი)

    კარგი Plugin და ყურადღებიანი Support. რეკომენდაციას ვუწევ.

  14. info5 (დამოწმებული მფლობელი)

    Плагин работает без проблем. Поддержка отвечает быстро и помогает. Даже обновления делаются оперативно при появлении повода что то улучшить. Крайне рекомендую!

  15. gelebrin (დამოწმებული მფლობელი)

    საუკეთესო ფლაგინი, მუშაობს 100% გამართულად და შეუფერხებლად. ამავდროულად SUPPORT – ი არის უძლიერესი. სწრაფად და ხარისხიანად დამეხმარნენ ყველაფერში! ბრავო, მართლა, ბრავო!

  16. bekagogiberidze (დამოწმებული მფლობელი)

    მუშაობს გამართულად. ავტორი ძაან ჯიგარია 🙂 დამიყენა და ზედ გადამყვა.

  17. znavr13 (დამოწმებული მფლობელი)

    მუშაობს იდეალურად, საფორთს დიდი მადლობა! 🙂

  18. k.kirtadze (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი იდეალურად მუშაობს და საფორთი გყავთ საუკეთესო. მადლობა! 🙂

  19. shota (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი მუშაობს გამართულად ნებისმიერ ვერსიაზე. ასევე კარგად მუშაობს უკანასკნელ WC 3.2.0 და WP 4.8.3 ვერსიებზე. მადლობა!

  20. levan.paitchadze (დამოწმებული მფლობელი)

    Works perfectly and has a great customer support.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.