ტექნიკური დახმარების მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
- პლაგინის სრული დასახელება
- პრობლემის დეტალური აღწერა (+ შეცდომის ტექსტი ან სურათი)
- პლაგინი მუშაობდა და ეხლა შეწყვიტა ფუნქციონირება? თუ ახალი დაყენებულია (არასდროს უმუშავია)?
- პლაგინის პარამეტრების სურათი
- პლაგინის აქტივაციის გვერდის სურათი (გაეცანით პლაგინის აქტივაცია/დეაქტივაციის ინსტრუქციას)
- პლაგინის ჟურნალში (ლოგ ფაილში) დაფიქსირებული შეცდომები (გაეცანით ჟურნალის წარმოების და ნახვის ინსტრუქციას)
ძალიან ხშირად, პრობლემის გამოსწორებას თქვენითაც შეძლებთ თუ ჟურნალში შეცდომებს დააკვირდებით. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილია ჩანაწერი BOG iPay პლაგინის ჟურნალიდან, რომელიც პირდაპირ გეუბნებათ რომ გადახდები გათიშულია და ბანკს უნდა დაუკავშირდეთ ჩასართველად: “Payment not allowed, please contact [email protected]”
ასევე გთხოვთ:
- სურათები ატვირთეთ imgbb.com-ზე და გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ატვირთული სურათების ლინკები.
- ტექსტური მასალა კი pastebin.com-ზე და გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ატვირთული მასალის ლინკები.
- შეეცადეთ აღწეროთ ყველაფერი მოკლედ მაგრამ გასაგებად.
- რაც უფრო დალაგებულად მოგვაწვდით ამ ინფორმაცის მით უფრო სწრაფად შევძლებთ თქვენ დახმარებას.
- ეფექტური ტექნიკური დახმარების მისაღებად ჯობია დაგვიკავშირდეთ ფეისბუქით ან ელექტრონული ფოსტით [email protected] ტელეფონის ზარით ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდით ამგვარად არ იქნება ეფექტური.
ადმინ პანელზე წვდომა
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ჩვენთვის ადმინ პანელზე წვდომის მოცემა, გთხოვთ ნუ გამოგვიგზავნით username/password-ს. გამოიყენეთ ეს პლაგინი რომ დააგენერიროთ ერთჯერადი შესვლის ლინკი და მხოლოდ ეს ლინკი მოგვაწოდეთ.