ხშირად დასმული კითხვები

– რა არის საჭირო პლაგინით მუშაობის დასაწყებად?

უნდა გააფორმოთ ონლაინ გადახდებისთვის მერჩანტის ხელშეკრულება BOG-თან.

– ვის დავუკავშირდე BOG-ში?

მოგვმართეთ [email protected]ზე და ჩვენი შუამდგომლობით მიიღებთ საუკეთესო ტარიფს. ჩვენ დაგაკავშირებთ ელ-კომერციის ხელმძღვანელობასთან BOG-ში.

– ეს პლაგინი WooCommerce-ის გარდა სხვა ელ-კომერციის ძრავთან (shopify, prestashop ა.შ.) თავსებადია?

არა, პლაგინი თავსებადია მხოლოდ WooCommerce-თან.

– როგორ შევამოწმო პლაგინის გამართულად მუშაობა?

დაამატეთ 50 თეთრიანი სატესტო პროდუქტი და თქვენი ბარათით გაიარეთ ყიდვის პროცედურა.

– Let’s Encrypt-ის SSL-ი 3 თვეში ერთხელ ახლდება, როგორ მოვიქცე?

ყოველ 3 თვეში, ახალი SSL-ის დაგენერირებისას, უნდა შეხვიდეთ პლაგინის სეტინგების გვერდზე, გადმოწეროთ განახლებული SSL-ი და გაუგზავნოთ ბანკს. ამ პროცესის გასამარტივებლად შეგიძლიათ უფრო ხანგრძლივი სერტიფიკატის შეძენა.