ხშირად დასმული კითხვები

– რა არის საჭირო პლაგინით მუშაობის დასაწყებად?

უნდა დაუკავშირდეთ TBC-ის და გააფორმოთ ონლაინ გადახდებისთვის მერჩანტის ხელშეკრულება.

– ვის დავუკავშირდე TBC-ში?

თიკა თხელიძე
ელ. კომერციის განვითარების მენეჯერი
[email protected]

– ეს პლაგინი WooCommerce-ის გარდა სხვა ელ-კომერციის ძრავთან (shopify, prestashop ა.შ.) თავსებადია?

არა, პლაგინი თავსებადია მხოლოდ WooCommerce-თან.

– როგორ შევამოწმო პლაგინის გამართულად მუშაობა?

დაამატეთ 50 თეთრიანი სატესტო პროდუქტი და თქვენი ბარათით გაიარეთ ყიდვის პროცედურა. ეს თანხა შემდგომ refund-ის მეშვეობით (edit order-გვერდიდან) შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ.

– სერტიფიკატის კონვერტაციის უფრო მარტივი ხერხი არსებობს?

კონვერტირება შესაძლებელია ამ online converter-ის გამოყენებით. თუმცა ეს მეთოდი არ არის რეკომენდირებული რადგან თქვენ სერტიფიკატს მესამე პირს ანდობთ.

– პლაგინის სეტინგების გვერდზე OK და FAIL input-ებში რა ჩავწერო?

არ არის საჭირო ამ input-ების default მნიშვნელობების შეცვლა. საკმარისია ეწეროს ok და fail, პლაგინი ავტომატურად დააგენერირებს გვერდებს http://domain.com/wc-api/ok და http://domain.com/wc-api/fail-ს. თუ input-ში შეცვლით მნიშვნელობას, მაგალითად ok-ის მაგივრად ჩაწერთ tbcOK-ს მაშინ ავტომატურად დაგენერირდება გვერდი: http://domain.com/wc-api/tbcOK. აქ არ უნდა ჩაწეროთ თქვენი შექმნილი გვერდები!

– SSL სერტიფიკატი (https) აუცილებელია?

სერტიფიკატის დაყენება არ არის აუცილებელი, WooCommerce ისევე როგორც ჩვენი პლაგინი იმუშავებს სერტიფიკატის გარეშეც, თუმცა რეკომენდირებულია. იმის გარდა რომ SSL-ით იცავთ თქვენი კლიენტების მონაცემებს (username/password), თქვენ თავიდან აიცილებთ შეცდომას რომელსაც browser-ი აფიქსირებს TBC-ის გადახდების (https) გვერდიდან  თქვენ (http) მაღაზიაში გადმომისამართების დროს. ამ შეცდომაზე cancel-ის დაჭერის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ კლიენტის კარტიდან თანხა ჩამოიჭრა, WooCommerce-ში გადახდა არ დაფიქსირდება.