– no TRANSACTION_ID from Tbc
ეს ნიშნავს რომ პლაგინი ვერ უკავშირდება ტიბისის სერვისს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სერტიფიკატი
- პლაგინის სეტინგებში არასწორედ შეყვანილი სერტიფიკატის absolute path ან passphrase.
Absolute path ასე გამოიყურება: /home/username/public_html/tbc.pem და არა http://domain.com/public_html/tbc.pem! - PHP-ს არ აქვს წვდომა ატვირთულ სერტიფიკატზე (სცადეთ სერტიფიკატის public_html-ში მოთავსება, ასევე შეამოწმეთ უფლებები ფაილზე).
- თუ თქვენი PHP დაკომპილირებულია curl+NSS-ით (centos7/rhel) მაშინ სერტიფიკატი უნდა გადაიყვანოთ .p12-ი ფორმატიდან .pem ფორმატში ამ ბრძანებით: openssl pkcs12 -in *.p12 -out tbcpay.pem -nodes (-nodes ნიშნავს no DES encryption რისი მხარდაჭერაც NSS-ს არ აქვს).
- პლაგინის სეტინგებში არასწორედ შეყვანილი სერტიფიკატის absolute path ან passphrase.
- თქვენ სერვერზე გამავალი პორტი (18443) დაკეტილია.
- TBC-ის თქვენი სერვერის IP-ი, firewall-ის whitelist-ში არ დაუმატებია.
– Error ~ Tbc did not return trans_id in $_REQUEST on OK page
ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- თქვენი ელ-მაღაზია იყენებს https (ssl certificate)-ს, ხოლო ტიბისისთვის გადაგზავნილი გაქვთ OK / FAIL url-ები http-ით. საკმარისია ტიბისის მხარეს ჩასწორდეს http->https ეს შეცდომა აღარ დაფიქსირდება. იგივე განმეორდება თუ თქვენი ელ-მაღაზია იყენებს www.-ს ხოლო ტიბისისთვის გადაგზავნილი გაქვთ OK / FAIL url -ები მის გარეშე (ან პირიქით). ტიბისის მხარეს გაწერილი url-ები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს თქვენი საიტისას.
- PHP-ი ან webserver-ი (nginx/apache) არასტანდარტულად არის დაკონფიგურირებული სერვერზე და $_REQUEST ყოველთვის ცარიელია. მიმართეთ ჰოსტინგის პროვაიდერს.
– 404 შეცდომა ყიდვის ღილაკის დაჭერის შემდეგ
ყიდვის ყილაკზე დაჭერის შემდეგ მომხმარებელის გადამისამართება ხდება აქ: http://domain.com/wc-api/redirect_to_payment_form?transaction_id=XXXX – ხოლო ამ გვერდიდან TBC-ის ბარათის შესაყვან ფორმაზე. თუ ამ პროცესში 404 შეცოდმა ამოვარდა და თქვენ საიტზე Polylang ენების პლაგინი აყენია, მაშინ ამ პლაგინის სეტინგებში ეს checkbox მონიშნეთ:
– Forbidden შეცდომა ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ
ტიბისის მხარეს ბარათის მონაცემების შეყვანის და გადახდა ღილაკის დაჭერის შემდეგ თუ თქვენ ხედავთ Forbidden შეცდომას და ამავე დროს საიტზე გიყენიათ პლაგინი TranslatePress:
პრობლემის მოგვარება შეიძლება თემის functions.php ფაილში ამ კოდის მოთავსებით: