აღწერა
WooCommerce Georgian Post Courier შექმნილია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, რათა გამარტივდეს შიდა გადაზიდვების პროცესი. პლაგინი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ფოსტის API სისტემას, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანის აუცილებლობას.
Checkout-ის დროს სისტემა ავტომატურად ითვლის მიწოდების ღირებულებას ამანათის წონისა და დანიშნულების ადგილის მიხედვით. ადმინისტრატორს შეუძლია ერთი ღილაკით დაარეგისტრიროს ამანათი საქართველოს ფოსტის სისტემაში, მიიღოს შტრიხკოდი და ამობეჭდოს სატრანსპორტო ეტიკეტები (მათ შორის უკან დაბრუნების ეტიკეტიც).
მომხმარებლებისთვის პროცესი გამჭვირვალეა: მათ შეუძლიათ ნახონ თავიანთი ამანათის გადაადგილების ისტორია (Route history) პირდაპირ შეკვეთის დეტალების გვერდზე, რაც ზრდის ნდობას და ამცირებს მხარდაჭერის გუნდთან კითხვების რაოდენობას.
მთავარი ფუნქციები
- მიწოდების ტარიფების რეალურ დროში გამოთვლა საქართველოს ფოსტის API-ით
- ამანათების მარტივი რეგისტრაცია WooCommerce-ის ადმინ პანელიდან
- სატრანსპორტო ეტიკეტების (Shipping Labels) გენერირება და ბეჭდვა
- უკან დაბრუნების ეტიკეტების (Return Labels) მხარდაჭერა
- მიწოდების სტატუსის და მარშრუტის ისტორიის ჩვენება მომხმარებლისთვის
- საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების სრული მხარდაჭერა
- შტრიხკოდების ტიპების შერჩევის შესაძლებლობა (Barcode types)
- HPOS და WooCommerce Shipping Zones-ის სრული მხარდაჭერა
- დეტალური Debugging ლოგები პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისთვის
ვისთვის არის ეს პლაგინი
- ქართული ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებიც იყენებენ საქართველოს ფოსტის საკურიერო სერვისს
- ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ გადაზიდვების პროცესის ავტომატიზაცია
- მაღაზიებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ამანათების თრექინგი პირდაპირ საიტზე
როგორ მუშაობს
- მიუთითეთ საქართველოს ფოსტის მიერ მოწოდებული API მომხმარებელი და პაროლი
- აირჩიეთ გამგზავნი ქალაქი და მიუთითეთ საწყობის მისამართი
- დაამატეთ Georgian Post Courier როგორც მიწოდების მეთოდი სასურველ ზონებში
- მომხმარებელი Checkout-ზე იღებს ზუსტ ტარიფს წონის მიხედვით
- შეკვეთის შემდეგ, ადმინ პანელში აჭერთ “Register” ღილაკს
- ბეჭდავთ სატრანსპორტო ეტიკეტს და ატანთ კურიერს
- მომხმარებელი თვალს ადევნებს ამანათის სტატუსს თავის კაბინეტში
გახადეთ თქვენი ლოგისტიკა უფრო ეფექტური — დააინსტალირეთ WooCommerce Georgian Post Courier დღესვე 🚚
დოკუმენტაცია: https://docs.plugandpay.ge/woocommerce/shipping/gpost-courier





თორნიკე ჯობავა (დამოწმებული მფლობელი) –
ძაან კაი რამეა!
მცირე ბიზნესებისთვის ალბათ მისწრება!
როცა არც პროგრამისტების გუნდი გყავს და კოდში ვერც თითონ ერკვევი, უმარტივესად ახდენ ფოსტის ინტეგრაციას.. თან თვითონაც ძაან გეხმარებია.. ასე რომ როგორც იტყვიან highly recommended!
guga (დამოწმებული მფლობელი) –
სასარგებლო პლაგინი, ამარტივებს საკურიერო ოპერაციებს და ძალიან სწრაფი და დედიქეით მხარდაჭერა 👌
nocha.ge (დამოწმებული მფლობელი) –
ძალიან მაგარი ფლაგინი, სასწაული საფორთით <3