WooCommerce Gpost Shipping Method

(2 მომხმარებლის მიმოხილვა)

330 / წელი

გასუფთავება


აღწერა

მახასიათებლები

  • ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლა წონის, ზომის და დანიშნულების ადგილის მიხედვით. საქართველოს ფოსტის API-ის საშუალებით.
  • სხვადასხვა ტევადობის ყუთის დამატება ადმინ პანელიდან.
  • BinPacking ალგორითმით კლიენტის კალათაში არსებული ნივთების შესაფერისი, ოპტიმალური ზომის, ყუთის მოძებნა.
  • იმ შემთხვევაში თუ კლიენტის კალათაში არსებული ნივთები არ ეტევა ერთ ყუთში, ამ ნივთების რამოდენიმე ყუთში გადანაწილება.
  • კლიენტის მხარეს ტრანსპორტირების ყველა იმ განსხვავებული (ფასის და სისწრაფის) მეთოდის შეთავაზება რასაც საქართველოს ფოსტა გვაწვდის.
  • ნივთების რამოდენიმე ყუთში გადანაწილების შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია თითოეულისთვის განსხვავებული ფასის და სისწრაფის ტრანსპორტირების მეთოდის არჩევა.
  • კლიენტს, შეკვეთის გვერდზე შეუძლია გზავნილის სტატუსის და მისი გადაადგილების მონიტორინგი.
  • გზავნილის საქართველოს ფოსტის სისტემაში რეგისტრაცია.
  • გზავნილის თანმხლები დოკუმენტაციის დაბეჭვდა.

დამატებით

  • საქართველოს ფოსტის მიერ დაბრუნებული (ლარში) ფასების საქართველოს ბანკის ან ეროვნული ბანკის კურსით კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში.
  • ქალაქების სიის წამოღება ქვეყნის მიხედვით.
  • დეკლარაციის კოდების ცნობარი პროდუქტის რედაქტირების გვერდზე.
  • საქართველოს ფოსტიდან წამოღებული ინფორმაციის ვორდპრესის მხარეს ქეშირება.
  • გზავნილის სახელების (A გზავნილი, B გზავნილი …) შეცვლის და თარგმნის ფუნქციონალი.
  • POT – ნებისმიერ ენაზე თარგმნის მხარდაჭერა.
  • Logs – ყველა მოქმედების დეტალური ჟურნალის წარმოების შესაძლებლობა

მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები

  • WordPress – 4.8.*
  • WooCommerce – 3.6.*
  • PHP – 7.4+, 8.1
  • IonCube Loader – 10.2+

ტექნიკური მხარდაჭერა

+995(32)2196961
[email protected]

ლიცენზია

აქტიური ლიცენზიით თქვენ შეძლებთ გადმოწეროთ განახლებები და მოითხოვოთ ტექნიკური დახმარება. აქტიური ლიცენზიის გარეშე პლაგინი არ იმუშავებს.

2 მიმოხილვა: WooCommerce Gpost Shipping Method

  1. salome mamrikishvili (დამოწმებული მფლობელი)

    პლაგინი მუშაობს იდეალურად, მაგრამ მაგაზე მეტად ის მომსახურება რასაც გვიწევენ უფრო შესამჩნევი და კარგია!

  2. George Shengelia (დამოწმებული მფლობელი)

    სანდრო არის უაღრესად კარგი ადამიანი, რომელიც მუდმივად მზადაა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაგეხმაროთ, რაც მთავარია მუდმივად კონტაქტზეა და პრობლემაც მალე გვარდება, რათქმაუნდა პრობლემა ყოველთვის პლაგინს გარეთ. როგორი პლაგინია? სასწაული, თავის საქმეს აკეთებს? კი და მეტსაც აკეთებს. უდაოდ შეუდარებელი ნამუშევარია და კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა მთელ გუნდს !

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.