საერთაშორისო ბიზნესის კულტურა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ასპექტები, როგორიცაა მსოფლიოში ახალი პანდემიიის გაჩენა. მაგალითად 2002 და 2003 წლებში Alibaba და JD.com მნიშვნელოვნად გაფართოვდნენ მათი თანამედროვე კრიზისის წყალობით. ამ პერიოდში მსოფლიოში SARS იყო გავრცელებული და მის მიერ გამოწვეული კრიზისის შედეგად ელექტრონული კომერციის მსგავსმა წარმომადგენლებმა უდიდესი მოგება ნახეს. მათ მიერ ამ წლებში მოხვეჭილი სახელისა და რესურსების წყალობით ისინი დღემდე მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებენ მსოფლიო ბაზარზე. ამის მიზეზს პანდემიის მიერ გამოწვეული სხვადასხვა ღონისძიებები უწყობს ხელს. პირველ რიგში აღნიშნული პრობლემა იწვევს სხვადასხვა მაღაზიებისა და საერთაშორისო სავაჭრო ქსელების დახლების დაცარიელებას, რადგან ადამიანები მოსალოდნელი კრიზისის ფონზე მედიკამენტებისა და პროდუქტების მომარაგებას ყველაზე საჭირო გადაწყვეტილებად თვლიან. ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მიტანის სერვისებისა და ონლაინ შოპინგის კულტურის განვითარებას. თანაც, როდესაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ან შესანელებლად ადამიანებს მთავრომა და სხვადასხვა საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციემი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ელექტრონული კომერცია უფრო მნიშვნელოვანი დასაყრდენი ხდება მოსახლეობისათვის. ადამიანების უმრავლესობა აქტიურად იწყებს ონლაინ მაღაზიების სერვისებით სარგებლობას და მათი შემოსავალი ასეთ დროს შეიძლება გაათმაგდეს კიდეც. ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ პანდემიის დროს საზოგადოების მიერ გამომუშავებული ელექტრონული მაღაზიებითა თუ სერვისებით სარგებლობის ჩვევა ეპიდემიის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.
ასეთ დროს ყველაზე დიდ მოგებას ნახულობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც ონლაინ ბიზნესის მხრივ ყველა ფინანსური ასპექტი ბოლომდე აქვთ ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული მაღაზიის მფლობელები საკუთარ ვებსაიტზე ბარათით გადახდის სისტემის დანერგვის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ გაუმკლავდნენ მსგავს გამოწვევებს ეპიდემიის დროს.
ჩინეთში ელექტრონული კომერცია თანამედროვე კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. ლოკალური სერვისის კომპანიების განცხადებით, მათი შემოსავლები ორმაგდება და ხშირ შემთხვევაში ოთხმაგდება კიდეც პანდემიის პერიოდში, რადგან მოსახლეობა თევზეულობის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა უმი პროდუქტების შესაძენად გაათმაგებული რაოდენობით ანხორციელებს ონლაინ მაღაზიებში შეკვეთების განთავსებას. მაგალითად Ele.me და მსგავსი სტილის ორგანიზაციები ონლაინში წარმატებული პლატფორმების ქონის წყალობით დღესდღეისობით აცხადებენ, რომ მათი შემოსავალი პანდემიის გამო გაოთხმაგდა. იგივე სიტუაციაა ამერიკაშიც, სადაც ონლაინ მაღაზიების ქსელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ მიერ მიღებული შეკვეთების რაოდენობამ პანდემიის დაწყების შემდეგ 30 პროცენტით იმატა.
ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლების აქტიურობის ბუმი მიმდინარეობს. განსაკუთრებით უდიდესი მოთხოვნაა მედიკამენტებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი სახის პროდუქტებზე. მაშინ როდესაც ქალაქები და ქვეყნებიც კი სრულ კარანტინში იმყოფებიან, მთავრობა ადამიანებს ერთმანეთისგან იზოლაციასა და სოციალური აქტივობების შეჩერებისკენ მოუწოდებს. სახლებში დარჩენილი ადამიანების უმრავლესობისათვის ელექტრონული კომერციის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული სერვისებით სარგებლობა ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს. მაგალითად ამაზონის ონლაინ მაღაზიაში აღნიშნულ პერიოდში ძებნის რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. მომხმარებლები ხანგრძლივი მიტანის სერვისით სარგებლობაზეც კი არ ამბობენ უარს იმ მიზნით, რომ მაღაზიაში წასვლასა და ხალხთან ერთად ცოცხალ რიგში დგომას აარიდონ თავი.
ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენს ხელში არსებული ყველა ხელსაწყო იმისათვის, რომ კლიენტებს საუკეთესო ელექტრონული კომერციის წარმომადგენლად წარუდგინოთ თავი. ამაში დაგეხმარებათ გამართული ონლაინ მაღაზიის ქონა, რომელიც აღჭურვილი იქნება სხვადასხვა საჭირო გადახდის სისტემებით. ამისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული დისტანციური გადახდის საშუალებები. აქ თქვენ იპოვით თიბისის, საქართველოს ბანკის და ქართუ ბანკის პლაგინებს. Plugandpay.ge საშუალებას გაძლევთ ყველაზე მარტივად გამართოთ ონლაინ მაღაზია.