რითი ჯობია TBC-ის Premium პლაგინი უფასოს?

სტატია ერთი მარტივი წინადადებით მინდა დავიწყო: პლაგინების წერა ადვილი არ არის. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე საგადასახადო პლაგინებს ეხება. Plug and Pay-ს მათ შექმნაში უთვალავი საათი აქვს დახარჯული. შედეგად, მომხმარებელი იღებს საუკეთესო საგადასახადო სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე გვაქვს 3 პლაგინი, რომლებიც მუშაობს თიბისი ბანკზე, საქართველოს ბანკსა და ქართუ ბანკზე. მომავალში ასევე ვგეგმავთ შედარებით განსხვავებული ტიპის პროდუქტის შემოთავაზებასაც. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ თიბისი ბანკის პლაგინს ორნაირი ვერსია აქვს: უფასო და პრემიუმი. ამ სტატიაში შევეცდები აღვწერო, თუ რა უპირატესობები აქვს პრემიუმ პლაგინს. მაშ ასე, დავიწყოთ.

ტექნიკური მხარდაჭერა

პირველი მთავარი მახასიათებელი, რაც ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის გამართული ფუნქციონირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, არის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს. მოგეხსენებათ, ზემოთ აღნიშნული ბანკები დროდადრო ცვლიან გადახდის პროტოკოლებს თუ სხვა ტექნიკურ დეტალებს. WooCommerce-ის პლატფორმაც საკმაოდ ხშირად ახლდება. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მისი 3.5 ვერსია ვიხილეთ. აღნიშნული ცვლილებების გამო, ხშირად მაღაზიის მფლობელები ჩვენი პლაგინების გამოყენებისას დაბრკოლებებს აწყდებიან. საკმაოდ ხშირია დეველოპერების მიერ დაშვებული შეცდომებიც. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი პლაგინის პრემიუმ ვერსიის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის დაზღვეული იქნებით. ტექნიკური მხარდაჭერის ნომერს ჩვენს საიტზე თითქმის ყველგან შეხვდებით. აღნიშნულ ასპექტში უფასო და პრემიუმ ვერსიებს შორის განსხვავებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად ქვემოთ მოცემული დიალოგი დაგეხმარებათ.

არანაირი შეზღუდვები

ჩვენი თიბისი ბანკის უფასო პლაგინს ერთი შეზღუდვა აქვს: მისი საშუალებით თვეში მაქსიმუმ 10 ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი. რა საკვირველია, ფასიან ვერსიაზე მსგავსი ლიმიტაცია არ არსებობს. წელიწადში 169₾-იანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგეძლებათ ნებისმიერი რაოდენობის ტრანზაქციის განხორციელება.

ტრანზაქციის მეტი მეთოდები

ჩვენი პლაგინის უფასო ვერსიაში შეხვდებით გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, რომლის შემთხვევაშიც თანხა ბარათიდან ყიდვის მომენტში იჭრება. მეორე მხრივ, პრემიუმ ვერსია საიტის მფლობელს ტრანზაქციის 3 მეთოდს სთავაზობს, ზემოთ აღნიშნულის ჩათვლით. დანარჩენი ორიდან ერთ-ერთი თანხის ბლოკირებაა. ამ შემთხვევაში ბარათის მფლობელს ებლოკება თანხა, თუმცა მხოლოდ მაშინ ჩამოეჭრება, როცა თქვენ გადაწყვეტთ. მეორე მეთოდი კი ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებაა, რაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მაღაზიისთვის, ასევე კლიენტისთვის. ძალიან მალე პლაგინების პრემიუმ ვერსიებს დაემატება თანხის ნაწილობრივ დაბრუნებისა და subscription-ების სისტემა. ამ უკანასკნელის საშუალებით კლიენტს შეეძლება ერთხელ დააფიქსიროს ბარათი, თანხა კი ავტომატურად ჩამოიჭრება გარკვეული ინტერვალით, მაგალითად თვეში ერთხელ.

უკეთესი ლოკალიზაცია

დღედღეობით, საქართველოში არსებული ონლაინ მაღაზიებით ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სარგებლობენ. ამან უკეთესი ლოკალიზაციის აუცილებლობა გააჩინა. ჩვენი პლაგინების პრემიუმ ვერსიით თქვენ შეგეძლებათ მომხმარებელს თანხა ჩამოაჭრათ როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროშიც. ამასთან ერთად, შესაძლებელია გადახდის პროცესის ნებისმიერ ენაზე თარგმნა და იგივე გვერდზე ენების სარჩევის დამატება. ეს ყველაფერი აადვილებს შეძენის პროცესს არაქართველი მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის გადახდის გამარტივება კი ნებისმიერი მაღაზიის მფლობელისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

დამატებითი ფუნქციები

ზემოთ აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლების გარდა, პლაგინის პრემიუმ ვერსიებს ასევე აქვთ რამდენიმე წვრილმანი ფუნქციები. მათ სიაში შედის გადახდის გვერდზე VISA და MasterCard ლოგოების გამოტანა, პლაგინის პარამეტრების გვერდზე მაღაზიის IP მისამართის თუ სხვა დეტალის გამოჩენა, OK/FAIL გვერდების ავტომატური შექმნა და ა.შ. დარწმუნებული იყავით, რომ დროთა განმავლობაში პლაგინები უფრო და უფრო მეტ ფუნქციას შეიძენენ.

განახლებების უზრუნველყოფის გარანტია

პლაგინების შექმნას, დროის გარდა, ეკონომიკური რესურსებიც სჭირდება. წელიწადში 169₾-ის გადახდით თითოეული ჩვენი კლიენტი საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც საქართველოში ონლაინ მაღაზიების განვითარება ჰქვია. გრძელვადიანი subscription-ები უწყვეტი სტაბილური შემოსავლის კარგი მეთოდია, რაც საერთო ჯამში ორივე მხარეს ეხმარება. ერთი მხრივ, დეველოპერებს, ანუ ჩვენ, გვაქვს ყველა რესურსი, რომ გავაგრძელოთ პლაგინების განახლება და განვითარება. მეორე მხრივ, ჩვენმა კლიენტებმა ყოველთვის იციან, რომ ჩვენი მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. გადახდის ამ მოდელის წყალობით ორივე მხარე მოგებული რჩება.


როგორც ხედავთ, ჩვენი პლაგინების პრემიუმ ვერსიებს ბევრი უპირატესობა აქვთ. ზემოთ აღნიშული ფუნქციების ნაწილი არა მარტო სასურველი, არამედ ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია ფართო მასშტაბის ონლაინ მაღაზიებისთვის. ალბათ, არც თუ ისე კარგ სიტუაციაში აღმოჩნდებით, თუ ხარვეზის შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას ვერ მიიღებთ, ან საჭიროების შემთხვევაში კლიენტს თანხას მარტივად ვერ აუნაზღაურებთ. ჩვენ გირჩევთ, რომ სერიოზულად დაფიქრდეთ ჩვენი პლაგინების პრემიუმ ვერსიების შეძენაზე, რომლებიც წელიწადში სულ რაღაც 169₾ ღირს.