WooCommerce OnWay Shipping Method

330 / წელი

WooCommerce OnWay Shipping Method საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ OnWay-ს საკურიერო მომსახურების სრული ინტეგრაცია თქვენს WooCommerce მაღაზიაში. პლაგინი უზრუნველყოფს ტარიფების რეალურ დროში გამოთვლას, ამანათების რეგისტრაციას და მიწოდების სტატუსის თვალყურისდევნებას პირდაპირ თქვენი საიტიდან.

გასუფთავება


აღწერა

WooCommerce OnWay Shipping Method შექმნილია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, რათა გამარტივდეს შიდა გადაზიდვების პროცესი. პლაგინი პირდაპირ უკავშირდება OnWay-ს API სისტემას, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანის აუცილებლობას.

Checkout-ის დროს სისტემა ავტომატურად ითვლის მიწოდების ღირებულებას ამანათის წონისა და დანიშნულების ზონის მიხედვით. ადმინისტრატორს შეუძლია ერთი ღილაკით დაარეგისტრიროს ამანათი OnWay-ს სისტემაში, მიიღოს თრექინგ კოდი და ამობეჭდოს WooCommerce-ში ლოკალურად გენერირებული სატრანსპორტო ეტიკეტი.

მომხმარებლებისთვის პროცესი გამჭვირვალეა: მათ შეუძლიათ ნახონ თავიანთი ამანათის მიწოდების სტატუსი პირდაპირ შეკვეთის დეტალების გვერდზე.

შეზღუდვა: პირველ ვერსიაში OnWay Cash on Delivery (COD) არ არის მხარდაჭერილი.

მთავარი ფუნქციები

  • მიწოდების ტარიფების რეალურ დროში გამოთვლა OnWay-ს API-ით
  • ამანათების მარტივი რეგისტრაცია WooCommerce-ის ადმინ პანელიდან
  • შეკვეთის გაუქმების მხარდაჭერა აღებამდე
  • ლოკალურად გენერირებული სატრანსპორტო ეტიკეტის ბეჭდვა (არა OnWay-ს ოფიციალური ზედნადები)
  • მიწოდების სტატუსის ჩვენება მომხმარებლისთვის
  • საქართველოს ქალაქებისა და ზონების სრული მხარდაჭერა (Tbilisi, Batumi, Regions)
  • HPOS და WooCommerce Shipping Zones-ის სრული მხარდაჭერა
  • დეტალური Debugging ლოგები პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისთვის

როგორ მუშაობს

  1. მიუთითეთ OnWay-ს მიერ მოწოდებული API Username და Key
  2. აირჩიეთ გამგზავნი ზონა/ქალაქი და მიუთითეთ საწყობის მისამართი
  3. დაამატეთ OnWay Courier როგორც მიწოდების მეთოდი სასურველ ზონებში
  4. მომხმარებელი Checkout-ზე იღებს ზუსტ ტარიფს წონის მიხედვით
  5. შეკვეთის შემდეგ, ადმინ პანელში აჭერთ “Register” ღილაკს
  6. ბეჭდავთ სატრანსპორტო ეტიკეტს და ატანთ კურიერს
  7. მომხმარებელი თვალს ადევნებს ამანათის სტატუსს თავის კაბინეტში

დოკუმენტაცია: https://docs.plugandpay.ge/woocommerce/shipping/onway


მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.