5 მიზეზი, თუ რატომ არის WooCommerce-ი Shopify-ზე უკეთესი

ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Shopify და WooCommerce ორი ყველაზე ცნობილი ელექტრონული კომერციის პლატფორმებია. მათ შორის უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს ისეთივე დაუძინებელი ბრძოლა, როგორიც Marvel-სა DC-ს, ან რეალის მადრიდსა და ბარსელონას შორის.
ორივე მათგანის საერთო უპირატესობა ისაა, რომ მათი საიტში ინტერგრაციისთვის სულაც არ გჭირდებათ გამოცდილი ვებ დეველოპერი ან სხვა სპეციალისტი (თუმცა, პროცესის გართულების შემთხვევაში, სპეციალისტის ჩარევა მაინც რეკომენდირებულია).

თუმცა, რა საკვირველია, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე მათგანს აქვს საკმაოდ ბევრი უპირატესობა და ნაკლი. ამ სტატიაში შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ, თუ რატომ ჯობია WooCommerce პლატფორმა თავის დაუძინებელ მტერს – Shopify-ს.

დიზაინი

ბევრი ადამიანი იყენებს Shopify-ს მხოლოდ იმ მიზეზების გამო, რომ მისი დიზაინის ცვლილება საკმაოდ ადვილია. თუმცა, სამწუხაროდ, მისთვის სულ 10-ამდე უფასო თემაა მხოლოდ ხელმისაწვდომი, პრემიალური დიზაინების ფასები კი $180-ამდე ადის. აღსანიშნავია, რომ ეს დიზინები მხოლოდ Shopify Theme Store-შია განთავსებული.

მეორე მხარეს თუ გავიხედავთ, დავინახავთ WooCommerce-ის მოდიფიკაციების უსაზღვრო შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, ან იყიდოთ ათობით ათასი დეველოპერისა თუ დიზაინის მიერ აწყობილი თემები. პლატფორმის ღია ბუნება საშუალებას აძლევს ყველას, თავიანთ ნებაზე მოიწყონ ელექტრონული კომერციის გარემო. ასევე, WordPress-ის თემების უმრავლესობა თავსებადია WooCommerce-ის ამა თუ იმ დიზაინთან. ასე რომ, თქვენი საიტისა და მაღაზიის გვერდის ესთეტიკა ერთმანეთს დაემთხვევა.

როგორც ხედავთ, დიზაინის მხრივ ისინი iOS და Android-ივით არიან. ყველამ კარგად ვიცით, რომ iOS-ს ძალიან ლამაზი და მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს. თუმცა, Android-ზე დიზაინი და მთლიანი სისტემა თქვენ გემორჩილებათ, ასე რომ მას ყოველთვის ექნება თავისი ხიბლი.

ფასი

შემდეგი ასპექტი, რასაც ბევრი დეველოპერი თუ საიტის მფლობელი ყურადღებას აქცევს, არის ფასი. Shopify-ს საიტზე ინტერგრაციის ყოველთვიური ფასი იწყება $29-დან და ადის $299-მდე. იაფია თუ ძვირი, თქვენ გადაწყვიტეთ, თუმცა ასევე გაითვალისინეთ, რომ ელექტრონული მაღაზიის მოწყობას კიდევ დომენიც სჭირდება, ასე რომ $29-ს (Shopify-ს მინიმალურ საფასურს) კიდევ დაემატება გარკვეული რაოდენობის ხარჯი. მიუხედავად იმისა, რომ სერვისს თავისი ჰოსტინგი მოჰყვება, ეს სულაც არაა უპირატესობა, რადგან WooCommerce-ისგან განსხვავებით, თქვენ მისი სხვა სერვერზე გადატანა არ შეგეძლებათ.

თუმცა, თუ უკვე საიტი გამზადებული გაქვთ და მხოლოდ მაღაზიის კატეგორიის დამატება გიწევთ, WooCommerce ერთადერთი სწორი არჩევნია, რადგან ის სრულიად უფასოა. რა საკვირველია, დომენი, ჰოსტინგი და SSL სერტიფიკატი ისევ დაგჭირდებათ, თუმცა როგორც ასეთი, პლატფორმაში არაფერს იხდით.

ჯერჯერობით, WooCommerce-ის არჩევით თქვენ იღებთ თქვენზე მორგებულ დიზაინს, თანაც საკმაოდ იაფად. გავაგრძელოთ შედარება.

ჩადგმები

Shopify-ს მარკეტში ასობით ჩადგმას (plug-in-ს) წააწყდებით, რომელთაგან ზოგი ფასიანია, ზოგი კი უფასო. მათი უმრავლესობა მესამე მხარის დეველოპერების მიერაა შექმნილი, ასე რომ ფასებს ზუსტად ისინი აწესებენ.

WooCommerce-ს მისი ღია ბუნება ეხმარება, დეველოპერებსა და საიტის მფლობელებს 50,000-ზე მეტი უფასო WordPress ჩადგმა შესთავაზოს. აგრეთვე, თქვენ თავისუფლათ შეგიძლიათ ააწყოთ/ააწყობინოთ თქვენთვის სასურველი ჩადგმა და ბევრი წვალების გარეშე განათავსოთ ის მარკეტზე. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ WooCommerce-ის მარკეტში ბევრად უფრო მეტი უფასო ჩადგმაა, ვიდრე Shopify-საში.

კიდევ ერთხელ შევაჯამოთ უპირატესობები: WooCommerce-ის არჩევით თქვენ ღებულობთ იაფ სერვისს, თქვენზე მორგებული დიზაინითა და ჩადგმების მარტივი ინტერგრაციით.

პოპულარობა

2018 წლის მაისის მონაცემებით, ელექტრონული კომერციის საიტების 42% WooCommerce-ს იყენებს, Shopify-ს მომხმარებლების რაოდენობა კი მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

აღნიშნული უპირატესობა WooCommrce-ს საშუალებას აძლევს, ჰყავდეს ბევრად უფრო განვითარებული და შემდგარი კომუნა (community). შესაბამისად, თუ სერვისის შესახებ ოდესმე რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, საძიებო სისტემაში WooCommerce-ის შესახებ 140%-ით უფრო მეტი შანსი გექნებათ პასუხის ნახვის, ვიდრე Shopify-ს შესახებ. ასევე, ბევრად უფრო მარტივი იქნება WooCommerce-სთვის დეველოპერის დაქირავება და შემდგომში მისი ჩანაცვლება.

გახსნილობა

როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, WooCommerce-ი ღია პლატფორმაა. მის განვითარებასა და პრობლემების აღმოფხვრაში ნებისმიერ დეველოპერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ სერვისის რეპოზიტორიაში და გააკეთოთ commit-ი ან pull request-ი.

როგორც ხედავთ, WooCommere ბევრად უფრო ორიენტირებულია მომხმარებლებსა და დეველოპერებზე, რათა იგი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მორგებადია, ვიდრე Shopify. რა საკვირველია, ამ აღნიშნულსაც აქვს საკუთარი უპირატესობები, თუმცა, WooCommerce-ის გახსნილობა ერთი ხელის მოსმით უსვამს ყველა მათგანს ხაზს.

2 მოსაზრება: “5 მიზეზი, თუ რატომ არის WooCommerce-ი Shopify-ზე უკეთესი

  1. ძალიან კარგი და სასარგებლო პოსტია. გამოვიყენებ მას მაშინ, როდესაც კლიენტი მკითხავს რჩევას თუ რომელი “მხარე” ჯობია 🙂 ადრე უბრალოდ ვუქომერს ვაქებდი, ახლა უფრო დეტალურად ავუხსნი ყველაფერს, თან ამ საიტის ლინკსაც მივაწვდი – ფასაბსაც გადახედოს 🙂

    1. მადლობა შეფასებისთვის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *