გააუმჯობესეთ თქვენი მაღაზიის ხილვადობა გუგლის საძიებო კონსოლით

გუგლის საძიებო კონსოლი ძლიერი, უფასო ხელსაწყოა რომელიც ონლაინ მაღაზიის მფლობელებს ეხმარება ჯანსაღი, საძიებო ძრავებს მორგებული ვებსაიტის ქონაში.

იგი შეიქმნა, რათა დაგეხმაროთ თქვენი საიტის მონიტორინგსა და არსებობის შენარჩუნებაში გუგლის ძიების რეზულტატებში. ამას იგი თქვენთვის დარღვევების, უსაფრთხოების ხარვეზებისა და ისეთი ინდექსური პრობლემების შესახებ შეტყობინებით ახერხებს, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს თქვენ საძიებო პოზიციაზე. საძიებო კონსოლი ერთადერთი ადგილია, სადაც თქვენი ვებსაიტის საძიებო ძრავის ოპტიმიზაციის ინფორმაციას პირდაპირ გუგლისგან მიიღებთ.

ამის მიუხედავად, თქვენ შეიძლება გარკვეული პერიოდი დაგჭირდეთ მისი ეფექტური გამოყენების შესასწავლად. შესაბამისად, ჩვენ წარმოგიდგენთ მცირე ინფორმაციების სასარგებლო კრებულს, რომელშიც მოცემულია მთავარი ელემენტების შესახებ საჭირო დეტალები. ეს დაგეხმარებათ სწრაფად და ადვილად დაიწყოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ხილვადობის გაუმჯობესების პროცესი.

საწყისი ნაბიჯები:

იმისათვის, რომ სარგებელი მიიღოთ გუგლის საძიებო კონსოლისგან, თქვენ პირველ რიგში უფასო რეგისტრაციის პროცესი უნდა გაიაროთ. მიბრძანდით გუგლის საძიებო კონსოლის ვებსაიტზე და დააჭირეთ დაწყების ლურჯ ღილაკს.

თქვენ დაგჭირდებათ უკვე არსებული გუგლის ექაუნთის გამოყენება ან ახლის შექმნა. შემდეგ მოგიწევთ იმის არჩევა, თუ საკუთრების რომელი ტიპის გამოყენება გსურთ და ამის მერე შეიყვანთ პირდაპირ თქვენი ვებსაიტის მისამართს. მოცემული საკუთრების ტიპებია:

ომენი:

  • მოიცავს თქვენი URL-ის ყველა ვერსიას ((http://, https://, http://www, https://www, ქვედომეინები და ა.შ.)
  • საჭიროებს თქვენი დომენის DNS–ის დეტალების მოდიფიკაციას ვერიფიკაციისათვის.

URL პრეფიქსი:

  • მოიცავს მხოლოდ სპეციფიურ პრეფიქს. მაგალითად იგი მოიცავს მხოლოდ https://example.com–ს და არა http://example.com–ს. თუკი ამ გზას გაჰყვებით, მაშინ მოგიწევთ თითოეული სახის პრეფიქსისთვის ცალკე გუგლის პროფილის შექმნა.
  • გთავაზობთ უფრო მარტივი ვერიფიკაციის მეთოდების ფართო არჩევანს.

იუზერების დამატება

თუკი აპირებთ გუნდთან კოლაბორაციას ან ვინმეს ქირაობთ მარკეტინგული პროცესების სამართავად, მაშინ ყოველი ცალკე იუზერად დამატება მოგიწევთ თქვენს ექაუნთში. ამისათვის იუზერების ტაბში დააკლიკეთ ლურჯ ღილაკს.

აუცილებელია თითოეულ იუზერს ჰქონდეს გუგლის ვალიდური ექაუნთი.

მას შემდეგ რაც თქვენ ჩაწერთ სასურველი პიროვნების ელფოსტის მისამართს მოცემულ ველში, შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ მათი უფლებების დონე – სრული ან შეზღუდული. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ მათი წვდომის დონი ან მთლიანად წაშალოთ ისინი.

XML საიტის რუკის დამატება

აღნიშნული საიტის რუკა საძიებო ძრავებს ეუბნება იმას, თუ რა გვერდებია თქვენს ვებსაიტზე, როგორ არიან ისინი დაკავშირებული ერთმანეთთან, როდის მოხდა მათი ბოლო განახლება და რამდენად მნიშვნელოვანები არიან ისინი ერთმანეთის URL–ებთან მიმართებაში.

XML რუკის დამატება საძიებო რანკინგში წინ არ წაგწევთ, თუმცა იგი ეხმარება საძიებო ძრავების ბოტებს უკეთ გააანალიზონ თქვენი ვებსაიტი და მოახდინონ თქვენი კონტენტის ინდექსირება უფრო შედეგიანად.

აღნიშნული რუკები ვორდპრესზე ავტომატურად არ იქმნება, თუმცა მის მისაღებად საკმარისია უფასო Jetpack-ის პლაგინის გააქტიურება. ეს შექმნის XML საიტის რუკას თქვენი ვებსაიტისათვის ზედმეტი ნაბიჯების გარეშე, თუმცა ასევე შეგიძლიათ მისი დამატებითი ოპტიმიზაციაც თქვენი გემოვნების მიხედვით.

ამის შესამოწმებლად, მიუწერეთ sitemap.xml თქვენი ვებგვერდის მისამართს და თუკი ყველაფერი კარგადაა აწყობილი, მაშინ ამ მისამართზე თქვენი საიტის რუკასა და ინფორმაციას აღმოაჩენთ.

შემდეგი ნაბიჯია გუგლის საძიებო კონსოლისათვის იმის თქმა, თუ სად შეუძლია მას იპოვოს თქვენი საიტის რუკა.  მარცხნივ განთავსებულ მენიუში აირჩიეთ საიტის რუკების სექცია და მოცემულ გრაფაში ჩაწერეთ sitemap.xml–ის URL–ის ბოლო ნაწილი, შემდეგ კი დააკლიკეთ ლურჯ ღილაკს.

ამის შემდეგ თქვენი საიტის რუკა გაგზავნილი რუკების სექციაში შეგიძლიათ იხილოთ, მარცხენა მენიუს ჩამონათვალში.

გუგლის საძიებო კონსოლი შეამოწმებს თქვენი ვებსაიტის რუკას და გამოიყენებს მას ინდექსირების პროცესის გასაუმჯობესებლად.

ხარვეზების გაგება:

გუგლის საძიებო კონსოლის ერთ–ერთი სარგებელი ისაა, რომ თქვენ მისგან მიიღებთ შეტყობინებებს იმ ინდექსური ხარვეზების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა საძიებო ძრავის თქვენს პოზიციაზე იქონიოს გავლენა.

იმის სანახავად, თუ რა ხარვეზები აქვს თქვენს ვებსაიტს, დააკლიკეთ Coverage-ის ღილაკს მარცხნივ განთავსებული მენიუს ჩამონათვალში. ამ გვერდზე მოთავსებული ინფორმაცია გაჩვენებთ იმას, თუ თქვენი ვებსაიტის რომელი გვერდებია დაინდექსებული გუგლის მიერ და რომელ გვერდებს აქვთ ხარვეზები. ხარვეზების სპეციფიური დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ დააჭიროთ თითოეულ მათგანს და გაეცნოთ უფრო დეტალურ ინფორმაციას მათ შესახებ.

როდესაც ხარვეზის გასწორებას ეცდებით, დაბრუნდით ამ ხარვეზების გვერდზე და თავიდან დააჭირეთ შემოწმების ღილაკს. ამის წყალობით გუგლი თავიდან შეამოწმებს ხარვეზის დეტალებს და განახებთ გამოსწორებულია თუ არა იგი ნამდვილად.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ხარვეზის მიმართ ერთნაირი მიდგომის ქონა არ შეიძლება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გაეცნოთ მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ზოგიერტი ხარვეზის დაიგნორება უსაფრთხოა, ზოგიერთი მათგანი კი დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს თქვენგან.

ყველაზე ხშირი ხარვეზია სერვერის ხარვეზი (5xx)

ეს ხარვეზი იმის მანიშნებელია, რომ თქვენი სერვერის რომელიღაც ასპექტმა გუგლს ხელი შეუშალა გვერდის ჩატვირთვაში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი ოდენობით ვიზიტორების რაოდენობით, სერვერის განახლების სამუშაოებით და კიდევ რამდენიმე სხვა მიზეზით. ამ ხარვეზის ნახვისას მეორეჯერ შეამოწმეთ გვერდი, რადგან ეს ხარვეზი შეიძლება თავისით გამოსწორდეს. თუკი მეორედაც წააწყდებით პრობლემას, დაუკავშირდით თქვენი სერვერის ჰოსტინგის პროვაიდერს.

მოითხოვეთ გუგლისგან თქვენი გვერდების თავიდან გადახედვა

თქვენ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგპოსტი განაახლოთ და გააუმჯობესოთ კიდეც, თუმცა გუგლის სნიპეტი ძიების შედეგებში მაინც ძველ ინფორმაციას გამოაჩენს მის შესახებ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ რომელიმე გვერდის განახლებისას თქვენით მოითხოვოთ მისი გადახედვა გუგლისგან და ახლიდან მისცეთ მას განახლებული ინფორმაციის დაინდექსების საშუალება.

ეს ასევე ძალიან სასარგებლო ქმედებაა მაშინ, როდესაც საძიებო ძრავის ოპტიმიზაციის პროცესისას საიტის სათაურებსა და განმარტებების ტექსტებს ცვლით და ასევე ახალ მთავარ გვერდს ამატებთ. ეს ასევე სასარგებლოა მაშინაც, როდესაც ონლაინ მაღაზიაში ახალ პროდუქტს ამატებთ გასაყიდად.

დაიწყეთ გაუმჯობესება გუგლის საძიებო კონსოლთან ერთად

მნიშვნელობა არ აქვს რას ყიდით ან რა ზომის არის თქვენი ონლაინ მაღაზია, თქვენ აუცილებლად უნდა შექმნათ გუგლის საძიებო კონსოლის ექაუნთი. ეს სრულიად უფასოა და შექმნილია გუგლის მიერ რათა დაგეხმაროთ თქვენ თქვენი ვებსაიტის ვიზიტორების ნაკადსა და იდეალურ შემთხვევაში, თქვენს კლიენტებს.

თუმცა გახსოვდეთ, რომ გუგლის საძიებო კონსოლი თავისით არაფერს არ გააკეთებს თქვენი ვებსაიტისთვის. ექაუნთის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მაშინვე გაგეზრდებათ ვიზიტორების რაოდენობა ან გაგიუმჯობესდებათ საძიებო ძრავის ოპტიმიზაციის დონე.

როგორც ყველა ხელსაწყოსთან მიმართებაში, თქვენ ამ შემთხვევაშიც გჭირდებათ დახარჯოთ გარკვეული დრო მისი გამოყენებისა და იმის სასწავლად, თუ როგორ უნდა მიიღოთ სრული სარგებელი და ინფორმაცია ამ ხელსაწყოსგან. თუმცა, ეს პროცესი ნამდვილად ღირს თქვენს ენერგიად და დროთ, რადგან იგი აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ვებსაიტის საძიებო ძრავის ხილვადობის გაუმჯობესებაში.