WooCommerce იდეალური არჩევანია თქვენთვის მაშინ, როდესაც ვორდპრესის საიტზე ონლაინ მაღაზიის დამატება გსურთ. თუმცა, შეიძლება ვერ გააცნობიეროთ, თუ როგორი მრავალფეროვანი რამეა WooCommerce და რეალურად რამდენი რამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის.
ვორდპრესის მსგავსად, WooCommerce-ს ასევე უამრავი ფორმის მიღება შეუძლია და გაძლევთ მრავალ მეთოდს გაყიდვისა და გადახდების მიღების ასპექტში.
რატომ არის WooCommerce ასეთი მრავალფეროვანი? ეს მისი გახსნილი კოდის დამსახურებაა, რომელიც პლაგინებს მასზე სრული წვდომის საშუალებას აძლევს. დამატებითი პლაგინებისა და გაფართოებების გამოყენება შესაძლებლობას გაძლევთ მოახდიონთ WooCommerce-ის პერსონალიზაცია თქვენს გემოზე. შესაბამისად, კარგი იქნება თუ გადახედავთ ამ რამდენიმე გაფართოებას, რომელიც სწორედ თქვენი WooCommerce-ის პლატფორმისა და ონლაინ მაღაზიის გამრავალფეროვნებისთვის შეიძლება გამოიყენოთ:
ფეისბუქის მაღაზიები
ფეისბუქი სულ უფრო და უფრო პოპულარული პლატფორმა ხდება ნივთების გასაყიდად და WooCommerce-ს სწორედ იდეალური პლაგინი გააჩნია ამისათვის. მისი საშუალებით მარტივათ შექმნით მაღაზიას თქვენს ფეისბუქის ფეიჯზე და დაუკავშირებთ მას ონლაინ მაღაზიის ვებსაიტს. ამის დახმარებით გასაყიდი ინვენტარი ორივე პლატფორმაზე სრული სიზუსტით იქნება წარმოდგენილი.
- ეს პლაგინი ფეისბუქ პიქსელს ავტომატურად აყენებს
- პროდუქტი ავტომატურად თავსდება მაღაზიაში
- მთლიანად აღწერს თქვენს ონლაინ მაღაზიას
ამ გაფართოების დაყენება თქვენთვის ძალიან ადვილი და უმტკივნეულო იქნება. მისი დახმარებით თქვენი ფეისბუქის მაღაზია მუდამ უახლეს პროდუქციას წარმოადგენს მყიდველების წინაშე.
რაოდენობის კონტროლი
Quote პლაგინი თქვენი პროდუქციის ყიდვისას კლიენტის მიერ შერჩეულ პროდუქტის რაოდენობას გააკონტროლებს და ამის მიხედვით დაადგენს მის ფასს. ზოგჯერ შეიძლება არ გსურდეთ მომხმარებლებისთვის თქვენი ინვენტარის მიყიდვა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გარკვეული ზომის შეკვეთას არ განათავსებენ თქვენს მაღაზიაში. შესაბამისად, თუკი კლიენტს სურს დიდი რაოდენობის პროდუქციის შეძენა ან რაიმე სპეციალური შეკვეთის გაკეთება, თქვენ აუცილებლად გენდომებათ გასაყიდი ნივთებისთვს შესაფერისი ფასის მიკუთვნება. ეს პლაგინი სწორედ ასეთი შეკვეთების გაფილტვრაში დაგეხმარებათ და მყიდველს პირველ რიგში სასურველი ნივთების რაოდენობის მითითებას მოსთხოვს ტრანზაქციის განხორციელებამდე.
- თავიდან აგარიდებთ გრძელ სატელეფონო ზარს და ელფოსტით მოლაპარაკებებს
- გადაახტით ფასზე მოლაპარაკების უსიამოვნო ასპექტს
- დაგიცავთ პროდუქტის გაყიდვისგან მანამდე, სანამ ამას თვითონ არ მოისურვებთ
აუქციონები
ეს პლაგინი იბეის დაგავიწყებთ. აუქციონის პლაგინის რამდენიმე ფუნქციის დამატებით თქვენი WooCommerce-ის მაღაზია მარტივად გადაიქცევა ისეთ სივრცედ, რომელშიც მომხმარებლებს თქვენს ნივთებზე ფსონების გაკეტება და აუქციონის ყურება შეუძლიათ. აღნიშნული დამატება სხვადასხვა ინვენტარის გაყიდვისას დამატებითი შემოსავლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. თანაც, აუქციონისას თქვენ ფსონებსა და სასურველი ნივთის გაყიდვის პროცესზე თვალყურის დევნება მართლაც მიმზიდველი პროცესია. ამ პლაგინის დახმარებით თქვენ:
- გამართავთ ერთ ან რამდენიმე აუქციონს თქვენი პროდუქტების გასაყიდად
- აჩვენებთ ფსონების ისტორიასა და დარჩენილი დროის ტაიმერს
- მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ფსონების კონტროლს
- გამარჯვებული ფსონების ავტორებს შეეძლებათ დაუყონებლივ გადახდა WooCommerce-ის საშუალებით
აუქციონის საიტების იდეა ახალი არ გახლავთ, თუმცა WooCommerce-ის მაღაზიისთვის აუქციონის ფუნქციის დამატება მართლაც ინოვაციური ასპექტია. მისი წყალობით ცალკე მაღაზიის ან ვებსაიტის შექმნა არ გჭირდებათ კლიენტებისთვის აუქციონის შესათავაზებლად. თუკი ეძებთ მოქნილ ხერხებს იმისათვის, რომ მოიზიდოთ განსხვავებული ტიპის კლიენტები და ახალი მომხმარებლები თქვენს ონლაინ მაღაზიაში, მაშინ ეს პლაგინი სწორედ თქვენთვისაა. მისი დახმარებით მარტივად მართავთ როგორც ონლაინ მაღაზიას, ისე თქვენი ნივთების მონაწილეობით გამართულ აუქციონებს.
პლაგინი შიპინგის გასამარტივებლად
Drop-shipping თქვენი პროდუქტის მომწოდებლებთან შეტყობინების გაგზავნის საშუალებას გაძლევთ ახალი შეკვეთის მიღებისას. მისი საშუალებით მათ გაეგზავნებათ იმეილი მაშინ, როდესაც კლიენტი თქვენს ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენაზე გააკეთებს მოთხოვნას. ეს პლაგინი იდეალურია დროის მენეჯმენტისათვის, რადგან იგი ავტომატურად ასრულებს რამდენიმე ნაბიჯს თქვენს მაგივრად.
- ონლაინ მაღაზიაში ყიდის მომწოდებლების ხელში არსებულ პროდუქტს ისე, თითქოს ის თქვენი ინვენტარია
- ამცირებს შეკვეთების ორგანიზების დროს
- ავტომატურად ახდენს იმ თანხების აღრიცხვას, რომელიც მომწოდებლებისთვის გაქვთ გადასახდელი
- უგზავნის მომწოდებლებს განახლებულ ინფორმაციას
ამაზე თანხმობა მომწოდებელმაც უნდა განაცხადოს, თუმცა ეს პლაგინი ორივე მხარის საქმიანობას მნიშვნელოვნად გაადვილებს. ეს თქვენც და თქვენს პარტნიორებსაც ბიზნესზე ფოკუსირებისთვის უფრო მეტ დროს დაგიტოვებთ.
წევრის სტატუსი
ვორდპრესის არსებული ჯგუფის პლაგინით, თქვენ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ წევრობის დონეები. თუმცა, თუკი ჯგუფებს WooCommerce-ის პლაგინს დაუმატებთ, თქვენ შეძლებთ ფასიანი წევრის სტატუსების გაყიდვასაც. გამომწერების პლაგინის დამატებით თქვენ წევრობის განახლების ყოველთვიური პროცესის წარმოებასაც კი შეძლებთ.
- გაყიდეთ წევრის სტატუსი და მისი განახლების შესაძლებლობა
- მიეცით წევრებს პრემიურ კონტენტის მიღების საშუალება
- მიიღეთ გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი თქვენი საიტისგან
ეს პლაგინები საშუალებას გაძლევთ შექმნათ ჯგუფები და წევრობის დონეები თქვენს ვებსაიტზე. დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ წევრობის საფასურის გადახდის შემთხვევაში, კლიენტები ონლაინ მაღაზიის მომხმარებლებად უფრო ხანგრძლივი დროით რჩებიან (მაგ Amazon Prime).
დაჯავშნები
ბუქინგის პლაგინი ხელს შეგიწყობთ ყველანაირი დაგეგმვის წარმოებაში. ეს მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრების დაჯავშნას, ისე შოუზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასაც კი. მისი კალენდარი კლიენტებს დაჯავშნის პროცესში დროისა და თარიღის მარტივად არჩევის საშუალებას აძლევს. ასევე თქვენ ამ პლაგინის საშუალებით დაჯავშნის სრული პროცესის კონტროლის საშუალება გაქვთ, რაც ორმაგი დაჯავშნისა და მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებაში გეხმარებათ. ეს პლაგინი ასევე კლიენტთან ინვოისსაც აგზავნის ავტომატურად, რაც კიდევ ერთ საქმეს გაშორებთ.
- დააყენეთ თქვენი კალენდრის ზუსტი პარამეტრები
- თავი დაიზღვიეთ ორმაგი დაჯავშნისგან
- მიეცით კლიენტებს დაჯავშნის შესაძლებლობის შემოწმების საშუალება წინასწარ
- გააგზავნეთ ინვოისები WooCommerce-ის გადახდის სისტემის საშუალებით
შეჯამება
საერთო ჯამში WooCommerce ბევრად უფრო მეტს გთავაზობთ, ვიდრე უბრალო ონლაინ გაყიდვების პროცედურებია. შექმენით იდეალური ონლაინ მაღაზია და მოარგეთ იგი თქვენი ბიზნესის სპეციფიურ მოთხოვნილებებს ყველაზე მარტივად, ზემოთ ჩამოთვლილი პლაგინების დახმარებით.