ჟურნალის წარმოება

ყველა ჩვენ პლაგინს მოყვება ჟურნალის წარმოების სისტემა. ჟურნალი გამოიყენება პრობლემების დიაგნოსტიკისთვის.

ჟურნალის გააქტიურება

ჟურნალის გააქტიურება ხდება პლაგინის პარამეტრების გვერდზე (ამ გვერდის მოსაძებნად მიმართეთ კონკრეტული პლაგინის ინსტრუქციას). ამ სტატიაში გაჩვენებთ როგორ უნდა გააქტიუროთ ჟურნალი გადახდის ტიპის პლაგინისთვის.

ჟურნალის ნახვა

ჟურნალში ნახავთ როგორ ფუნქციონირებს პლაგინი და არასწორი ფუნქციონირების შემთხვევაში იპოვით შეცდომის ტექსტს. ჟურნალის ნახვის ორი მეთოდი არსებობს, პირდაპირ ვუკომერსის ინტერფეისიდან ან ფაილური სისტემაში FTP-დან.

ჟურნალის ნახვა ვუკომერსის ინტერფეისიდან

WooCommerce -> (1) Status -> (2) Logs -> (3) ჩამოსაშლელ ფანჯარაში იპოვეთ პლაგინის სახელი და დღევანდელი თარიღი -> (4) დააჭირეთ view-ს.

Was this page helpful?