პლაგინის გადმოწერა და ინსტალაცია

ამ სახელმძღვანელოში გაეცნობით ჩვენი პლაგინების ინსტალაციის ზოგად მეთოდს.
უფრო ზუსტი ინსტრუქცია კი თავად პლაგინების სახელმძღვანელოში მოიძიეთ.

პლაგინის გადმოწერა

ჩვენ ვებ-გვერდზე https://plugandpay.ge/ დააჭირეთ ღილაკს “ჩემი ანგარიში”.

გაიარეთ ავტორიზაცია იმ ელ. ფოსტით და პაროლით რომლითაც პლაგინი შეიძინეთ.

მარჯვენა მენუში დააჭირეთ ღილაკს “ჩამოტვირთვები”.

აქ დაინახავთ იმ პლაგინების სიას რომლის გადმოწერის უფლებაც გაქვთ.
აირჩიეთ სასურველი პლაგინი და დააჭირეთ ღილაკს “ჩამოტვირთვა”.

პლაგინის ინსტალაცია და აქტივაცია

WordPress-ის ადმინ პანელში (მთავარი მენუ მარცხნივ) დააჭირეთ ღილაკს Plugins -> Add new -> Upload Plugin და შემდგომ Choose File.

ამ მომენტისთვის პლაგინი დაინსტალირებულია თქვენ საიტზე – დარჩა მხოლოდ ყიდვის დროს მიღებული ლიცენზიის გააქტიურების ნაბიჯი.

ისევ WordPress-ის (მთავარ, მარცხენა) მენუში დააჭირეთ: Settings -> WooCommerce [პლაგინის სახელი] Activation ღილაკს და შეიყვანეთ ლიცენზიის დეტალები.

უფრო დაწვრილებით ამ ნაბიჯზე API გასაღებების სახელმძღვანელო-ში ნახავთ.

Was this page helpful?