WooCommerce 3.5-ის ყველა სიახლე

WooCommerce-ის პლატფორმა დღითიდღე უფრო და უფრო პოპულალური ხდება. ეს ყველაფერი კარგად აისახება როგორც ციფრული ვაჭრობის მთლიან ბაზარზე, ასევე ჩვენი plugin-ების წარმატებაზეც. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენც ზუსტად აღნიშნულ პლატფორმას ვიყენებთ.
WooCommerce 3.5-ის რელიზი სულ რამდენიმე დღის წინ შედგა. იგი ბევრ ახალ ფუნქციას მოიცავს, რომელიც მის მომხმარებლებს ძალიან გაახარებთ. ამ სტატიაში შევეცდები აღვწერო ყველა ის ცვლილება, რომელსაც 3.5 ვერსია შეიცავს.
მაშ ასე, დავიწყოთ.

REST API v3

პირველი ყველაზე თვალშისაცემი ფუნქცია REST API v3 გახლავთ. მისი დახმარებით, დეველოპერებს შეეძლებათ:

  • პროდუქტებზე შეცვლადი თარიღის ველის დამატება.
  • პროდუქტის მიმოხილვების ჩამოთვლა, დამატება და განახლება.
  • შეკვეთის ღირებულების ავტომატური დაანგარიშება ფასდაკლების კუპონის გააქტიურების შემდეგ.
  • პროდუქტების მიმოხილვების, მომხმარებლების, შეკვეთებისა და კუპონების რაოდენობის მარტივად შემოწმება.
  • პროდუქტების სორტირება ფასის, პოპულარობისა და რეიტინგის მიხედვით.

განახლებული ქვითარი

ახალ ვერსიაში აგრეთვე იხილავთ განახლებულ ქვითარს. ახლა იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ინფორმაციულია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მყიდველის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი განახლებული ქვითარი.

ასევე შეიცვალა ელექტრონული ფოსტის კონკრეტული შაბლონები:

  • cart/cart-shipping.php
  • cart/mini-cart.php
  • myaccount/form-edit
  • notices/error.php
  • order/order-again.php
  • content-widget-product.php
  • single-product-reviews.php

განახლებული ცხრილები

WooCommerce 3.5-ში განახლებულ ცხრილებსაც იხილავთ. კომპანია იუწყება, რომ ისინი 30%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე ამჟამინდელი ცხრილები. ეს ყველაფერი Custom Product Tables plugin-ის საშუალებით ხდება, რომელიც ამჟამად ბეტა სტადიაშია. ქვემოთ იხილავთ ამჟამინდელი და ახალი ვერსიების ჩატვირთვის საშუალო სიჩქარის შედარებას.

მცირედი ცვლილებები

გარდა ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რომლებიც ზემოთ აღვწერე, არსებობს კიდევ რამდენიმე შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა:

  • პროდუქტების დაექსპორტება CSV ფორმატში.
  • გადახდის მეთოდების პარამეტრების გვერდი უფრო მორგებულია შმმ პირებისთვის.
  • მაღაზიის ადმინისტრატორებს უკვე გაყიდვების ბარიერის დაწესება შეუძლიათ.
  • Action Scheduler ფონური პროცესი (რომელიც WooCommerce Subscription plugin-ში გამოიყენება) უკვე ჩაშენებულია WooCommerce 3.5-ში.
  • ტრანზაქციების დროს გაგზავნილი მეილების ლოგების შენახვა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

შეჯამება

როგორც ხედავთ, WooCommerce 3.5 ვერსიაში არ არის რაიმე ისეთი გრანდიოზული ფუნქცია, რაც მას უნიკალურს გახდის, თუმცა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი განახლებები ყოველთვის მისასალმებელია. ახალი ვერსიის საშუალებით თქვენი ელექტრონული მაღაზია კიდევ უფრო გაიზრდება, ასწრაფდება და უფრო მეტ მოგებას მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი plugin-ების გამოყენება, რომლებიც ახლა უკვე სამ სხვადასხვა ბანკზეა მორგებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *