მოგეხსნებათ, WooCommerce-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური ციფრული მაღაზიების პლატფორმაა. მისი პოპულარობა ხარისხის მაღალი დონითა და წარმადობის უბადლო მაჩვენებლითაა განპირობებული. ამ პლატფორმის ჯგუფი რეგულარულად მუშაობს მისი დახვეწისა და განვითარებისთვის. ვერსიიდან ვერსიამდე ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ფუნქციონალურ თუ ფუნდამენტურ ცვლილებას, რომლებიც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ სერვისის ხარისხზე ისახება. სულ ახლახანს ჯგუფმა სერვისის 3.6 ვერსია წარადგინა. როგორც ისინი გვამცნობენ, ამ ვერსიის მთავარი ფოკუსი სისწრაფეა. სინთეტიკურ ტესტებზე თვალის ერთი გადავლებითაც კი მივხვდებით, რომ მათ მიზანს მიაღწიეს.
WooCommerce-ის 3.6 ვერსიაში დახვეწილია ე.წ. „ინდექსაციის“, ანუ მონაცემთა ბაზაში პროდუქტების ძებნის ფუნქცია. სიახლის წყალობით, ამიერიდან მათი მოძებნა, დახარისხება და მათზე სხვადასხვა ბრძანებების შესრულება ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს. WooCommerce-ის ჯგუფმა პლატფორმის ახალი ვერსია ძველ ვერსიებს 3 სხვადასხვა ტიპის მაღაზიაზე შეადარა:
- პატარა მაღაზიაზე (20 პროდუქტი);
- საშუალო მაღაზიაზე (1000 პროდუქტი);
- დიდ მაღაზიაზე (25,000 პროდუქტი).
პატარა ზომის მაღაზიაში განსხვავება თითქმის შეუმჩნეველი აღმოჩნდა, რადგან 20 პროდუქტში ძებნა არც თუ ისე ძნელია. თუმცა, საშუალო და დიდი ზომის მაღაზიებმა გასაოცარი შედეგები აჩვენეს. ფოტოებზე შენიშნავთ, რომ პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებით დახარისხება და ძებნა 3.6 ვერსიაში ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე წინა ვერსიებში.
WooCommerce 3.6 -ის რელიზი რამოდენიმე დღის წინ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ უახლეს ვერსიას კიდევ ბევრი სხვა ფუნქცია დაემატა (მაგალითად REST API-ს წინასწარ ჩატვირთვა და უკეთესი ქეშირება), მათი უმრავლესობა ისევ და ისევ სისწრაფეზეა ორიენტირებული და პლატფორმის წარმადობის გაზრდას ემსახურება.
წყარო: Develop WooCommerce